| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან იორაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1983 წელს. 1983-1993წწ. მუშაობდა თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლავით და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში ("თბილოზნიეპი") - კონსტრუქტორად, ჯგუფის ხელმძღვანელად, მთავარ ინჟინრად; 1993-1998წწ. სამშენებლო ფირმა "ფენიქსის" დირექტორად; 1998-2007წწ. სახელმწიფო საწარმო "მასპინძელის" დირექტორად; 2007-2011წწ. შპს "რედლაინის" დირექტორად; 2011 წლიდამ მუშაობს სამშენებლო კომპანია "ანაგი"-ს ზონალური სამშენებლო წარმოების ხელმძღვანელად (მშენებლობის უფროსად); მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით, სამშენებლო კომპანია "ანაგში" მუშაობის პერიოდში, აშენდა ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორებიცაა: პუშკინის ქუჩის №5 და №7-ში მდებარეშენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის რეკონსტრუქცია, სავაჭრო ცენტრი ერისთავის ქუჩაზე, ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების რეკონსტრუქცია, "ჭრელი აბანოს" რეკონსტრუქცია, მრავალბინიანი კომპლექსი მ. მაყაშვილის ქუჩაზე, რიგი საცხოვრებელი სახლები საბურთალოს, გლდანის, მუხიანისა და ნაძალადევის მიკრორაიონებში, ქ. თბილისის მუსიკალური სასწავლებლის რეკონსტრუქცია, შსს-ს შავნაბადას სპეციალური დანიშნულების ოპერატიული ცენტრისა და ქალაქის სამმართველოს ბაზის რეაბილიტაცია (ქ. თბილისში) და სხვა; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვია მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 134
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

