The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით იოსებიძე

დავით იოსებიძე
Date of birth:29 March, 1959  (66 years)
Category:Architect, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურული ფაკულტეტი, არქიტექტურის სპაციალობით 1981 წელს.

1981-1983წწ. მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში", №2 არქიტექტურული სახელოსნოს არქიტექტორად; 1983-1992წწ. იყო ამავე საპროექტო ინსტიტუტის №2 არქიტექტურული სახელოსნოს უფროსი არქიტექტორი, წამყვანი არქიტექტორი, ჯგუფის ხელმძღვანელი და პროექტის მთავარი არქიტექტორი; 1992-2011წწ. მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; იყო არქიტექტურული ფაკულტეტის არქიტექტურული გეგმარების კათედრის უფროსი მასწავლებელი, კათედრის პედაგოგი, მთავარი სპეციალისტი და პედაგოგი-დოცენტი; 2012 წლიდან ეწევა კერძო სამეწარმეო საქმიანობას არქიტექტურისა და მშენებლობის სფეროში; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით, საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენპროექტში" მუშაობის პერიოდში დამუშავებულ იქნა არაერთი მნიშვნელოვანი ობიექტის პროექტი. მათ შორის: სპორტული ბაზის ბაზალეთის ტბაზე, სანატორიუმის 300 ადგილზე ქ. ოჩამჩირეში, ენგურის ხეობის გაუწყლოვანებული კალაპოტის ათვისების გენერალური სქემის, საფეხბურთო კლუბ თბილისის "დინამოს" საწვრთნელი ბაზის დიღომში (ქ. თბილისში), ანაკლიის და განმუხურის შავიზღვისპირა საკურორტო ზონის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის, სპორტული კომპლექსის ქ. რუსთავში და სხვა; თანაავტორია რამდენიმე საგაზეთო სტატიის ისტორიულ-კულტურული და ისტორიულ-არქიტექტურული კვლევების თემატიკაზე; მრავალწლიანი შემოქმედებითი და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მიღებული აქვს საკონკურსო და საუწყებო ჯილდოები , ასევე საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 134-135

Member of Organizations

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი

Share: