შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან კაკაბაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1963 წელს. 1963-1973წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "საქსოფლმშენის"-ა და შემდეგ საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს სისტემაში სამშენებლო სამმართველოს მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად (უბნის უფროსად) - მარნეულის რაიონში; 1973-1978წწ. მუშაობდა საართველოს მშენებლობის სამინისტროს №7 სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქშახტმშენის" სამშენებლო სამმართველო "მარნეულშახტმშენის" სამუშაოთა მწარმოებლად, საწარმოო ტექნიკური განყოფილების უფროსად, სამმართველოს უფროსის მოადგილედ; 1978 წელს გადაყვანილ იქნა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს №13 სამშენებლო ტრესტის საწარმოო-ტექნოლოგიური კომპლექტაციის სამმართველოს უფროსად; 1982-1988წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს საწარმოო-სამშენებლო გაერთიანება "თბილქალაქმშენი"-ს მიწისქვეშა ნაგებობათა სამშენებლო სამმართველოს ჯერ მთავარ ინჟინრად, შემდეგ კი სამმართველოს უფროსად; 1988-2009წწ. მუშაობდა საწარმოო-სამშენებლო გაერთიანება "თბილქალაქმშენის" (შემდეგ ს.ს. "თბილქალაქმშენის") №1 სამშენებლო სამმართველოს უფროსის მოადგილედ; პროფესიული საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენებულ იქნა მრავალი მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო და კულტურულ-საგანმანათლებლო დანიშნულების ობიექტი ქვემო ქართლის რეგიონში; საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები ქ. თბილისის მ/რაიონებში; აქტიურად იყო ჩართული მიწისძვრით დაზარალებული საცხოვრებელი სახლებისა და შენობა-ნაგებობების აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოების შესრულებაში საჩხერის რაიონის ტერიტორიაზე; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული ჰქონდა საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 138
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |