The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე კალანდარიშვილი

ალექსანდრე კალანდარიშვილი
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1936
გარდაცვ. თარიღი:2003  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქ. მოსკოვის წყალთა მეურნეობის საინჟინრო ინსტიტუტის ჰიდრომელიორაციის ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაცია 1954 წელს.

უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ დატოვეს ქ. მოსკოვის ვ. კუიბიშევის სახელობის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტში, სადაც მუშაობდა 1971 წლამდე, სხვადასხვა სამეცნიერო-პედაგოგიურ თანამდებობებზე; 1970 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; 1971 წელს დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტზე, სადაც მუშაობდა სამშენებლო წარმოების ორგანიზაციისა და საშენი მასალების კათედრაზე პედაგოგ-დოცენტად; მონაწილეობდა თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობაში; მის მიერ შეთავაზებული მეთოდითა და წინადადებით განხორციელდა ტაძრის გუმბათის მონტაჟი და მასზე შვიდტონიანი ჯვრის აღმართვა; მრავალწლიანი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისა და დამსახურებისათვის მიღებული ჰქონდა საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები; საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დაჯილდოებული იყო საპატრიარქოს მადლობის სიგელით. 

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 139


გააზიარე: