შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ კაპანაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1969 წელს. 1958 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა ქ. თბილისის ელდეპოში მუშად; 1960 წელს გაწვეულ იქნა საბჭოთა არმიის რიგებში, სავალდებულო სამხედრო სამსახურში; 1969-1976წწ. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მუშაობდა ჯერ საქართველოს მევენახეობა-მეხილეობის ტრესტის სისტემაში, მშენებელ ინჟინრად, შემდეგ საქართველოს მშენებლობის სამინისტროს საწარმოო ტრესტ "საქმშენინდუსტრიის" ტექნიკურ განყოფილებაში - უფროს ინჟინრად; 1976-1984წწ. მუშაობდა საჩხერის რაიონული საბჭოს აღმასკომის დაქვემდებარებაში არსებული სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს უფროსად, 1984-1987წწ. საწარმოო-სამშენებლო გაერთიანება "საქჰიდროენერგომშენი"-ს სამშენებლო სამმართველო "ჟინვალჰესმშენის" უფროს სამუშაოთა მწარმოებლად (უბნის უფროსად); 1987-2001წწ. მუშაობდა სამშენებლო გაერთიანება "კავგვირაბმშენში" უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 2002-2007წწ. შპს "თბილისი 6"-ის ტექნიკური განყოფილების უფროსად; 2008 წლიდან მუშაობდა შპს "ბურჯის" სამშენებლო განყოფილების მთავარ სპეციალისტად; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენებულ იქნა არაერთი სამრეწველო, საბინაო-საყოფაცხოვრებო, ენერგეტიკული და კულტურულ-საგანმანათლებო დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტი, მათ შორის: ტექნოლოგიური კორპუსი, საკომპრესორო სადგური, მაღალი ძაბვის ელექტროსატრანსფორმატორო ქვესადგური, პურკომბინატი დ. ხელვაჩაურში, ქ. სოჭის შემოვლითი საავტომობილო გზის გვირაბები, ტურისტული ბაზის კომპლექსი ბაზალეთის ტბაზე (დუშეთის რაიონში), "დინამოს" საფეხბურთო სტადიონის რეკონსტრუქცია, ქ. სიღნაღის ცენტრალური ნაწილის რეკონსტრუქცია-რესტავრაცია, საშუალო სკოლა საჩხერის რაიონში და სხვა; ავტორია რამდენიმე რაციონალიზატორული წინადადების, მის მიერ ტექნოლოგიური კორპუსის მშენებლობაზე დანერგილ იქნა მსხვილზომიანი მცოცავი ყალიბის გამოყენება, რითაც გაუმჯობესებულ იქნა სამუშაოთა ხარისხი და შემცირდა მშენებლობის ვადა; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 140-141
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |