The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნათელა კაპანაძე

ნათელა კაპანაძე
Date of birth:12 July, 1937  (87 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1961 წელს.

უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში", არქიტექტურული სახელოსნოს ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1964 წელს გადაყვანილ იქნა თბილისის ზონალურ სამეცნიერო კვლევით და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში ("თბილზნიეპი"), სექტორის ხელმძღვანელად კარკასულ შენობათა განყოფილებაში; 1974-2006წწ. იყო ამავე ინსტიტუტის ინდუსტრიული სამშენებლო კონსტრუქციების განყოფილების მთავარი სპეციალისტი; 2006-2010წწ. ინსტიტუტის მთავარი სპეციალისტი; თანაავტორია ინსტიტუტში დამუშავებული მრავალი ტიპური, ინდივიდუალური და ექსპერიმენტული პროექტის; განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი წვლილი სეისმომედეგი კონსტრუქციების დამუშავებაში და მათი მშენებლობაში დანერგვის განხრით; ავტორთა ჯგუფთან ერთად მონაწილეობდა მათ მიერ დამუშავებული სერიების კონსტრუქციების ათვისებასა და დანერგვაში, ინდუსტრიულ ბაზებსა და მშენებლობაში; მონაწილეობდა საკავშირო და საერთაშორისო სემინარებისა და კონფერენციების მუშაობაში - ქალაქებში: თბილისში, მოსკოვში, ტაშკენტში, დუშანბეში, ირკუტსკში, უჟგოროდში და ბელგრადში; მონაწილეობდა ქ. სპიტაკში მიწისძვრით დაზიანებული შენობების პროექტების ექსპერტიზაში; საჩხერის რაიონში და ქ. თბილისში 2002 წლის 25 აპრილს მიწისძვრით დაზიანებული შენობა-ნაგებობების შემოწმებაში, დასკვნა-რეკომენდაციების შედგენაში და აღდგენა-გაძლიერების პროექტების დამუშავებაში; არის სსრკ მინისტრთა საბჭოს 1982 წლის პრემიის ლაურეატი; მიღებული აქვს სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის "ვერცხლის" მედალი, საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1980 წლის 26 მაისის განკარგულებით, მიენიჭა პირველი პრემია; მიღებული აქვს საქართველოს სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის მეორე ხარისხის "საპატიო სიგელი" და სხვა მრავალი საპატიო სიგელები; არის ორი გამოგონების, ტექნიკური საინფორმაციო მოხსენებებისა და სტატიების ავტორი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 141-142

Awards and Honors

  • 1981 - საპატიო ნიშნის ორდენი

Share: