შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თემურ ფირცხალაიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1989 წელს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ქ. ლანჩხუთის N2 საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად; 1990-2002 წლებში იყო გაზეთ "ლანჩხუთის მოამბის" ხელოვნების განყოფილების გამგე; გამოსცა ოთხი კრებული: "ბედნიერების უფლებით" (1997), "ბედი ხელუკუღმა მცემდა" (2002), "ტელეფონით მოსმენილი ლექსები" (2003), "მიყვარდით! მიყვარხართ! მეყვარებით!" (2004); 2013 წელს გამოცემულ სამტომეულში "ხსოვნის ნათელი" შესულია თემურ ფირცხალაიშვილის შემოქმედება; 2014 წელს გამოიცა მისი 2 კრებული "ჩემთვის ცხოვრება იყო მირაჟი" და "დარდი ერთადერთი ძმობილი"; 2011 წლის 20 ივლისს მის სახლში, ლანჩხუთში, გაიხსნა თემურ ფირცხალაიშვილის სახელობის შემოქმედთა მუზეუმი. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.307 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |