შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაყვალა მიქელაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიური ენების სპეციალობა 1958 წელს. 1958-1959წწ. - ახმეტის საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 1959-1962წწ. - ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანის საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 1963-1971წწ. - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის პედაგოგიური ინსტიტუტი, ქართული ენის კათედრის მასწავლებელი; 1971-1979წწ. - ამავე ინსტიტუტის ქართული ენის კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1979-2005წწ. - ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართული ენის კათედრის დოცენტი; 2005 წლიდან - ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი. მეცნიერული კვლევის სფერო: ზოგადი ლინგვისტიკა, ქართველოლოგია, იბერიულ-კავკასიური ენები. სამეცნიერო ნაშრომებისა და მონოგრაფიების ავტორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2004), პროფესორი (2005). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.483; თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tesau.edu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |