The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთევან ნადარეიშვილი

ქეთევან ნადარეიშვილი
დაბადების თარიღი:29 სექტემბერი, 1957  (67 წლის)
კატეგორია:ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1979 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ასპირანტურა, კლასიკური ფილოლოგიის სპეციალობით - 1983 წელს.

1979 წელს - საქართველოს სახელმწიფო წიგნის პალატა, ბიბლიოთეკარი; 1980 წელს - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტი, უფროსი ლაბორანტი; 1983-1988წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხმელთაშუა ზღვის კულტურების კვლევის ლაბორატორია, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1988-1989წწ. - ამავე უნივერსიტეტის ხმელთაშუა ზღვის კულტურების კვლევის ლაბორატორია, მეცნიერი-თანამშრომელი; 1989-2006წწ. - ხმელთაშუა ზღვის კულტურების კვლევის ლაბორატორია, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1998-2006წწ. - კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი, მოწვეული დოცენტი; 2003-2006წწ. - ჟურნალი "ლოგოსი", სარედაქციო კოლეგიის წევრი; 2004-2005წწ. - ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო, ექსპერტი; 2006 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკის და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი, ასოცირებული პროფესორი; 2011 წლიდან - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, კონსულტანტი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2005), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქალის მხატვრული სახის ფორმირების პრობლემა ბერძნულ ტრაგედიაში", დაიცვა 1986 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქალი ძვ.წ. Vს-ის ათენის სოციალურ კონტექსტში და ბერძნული ტრაგედია", დაიცვა 2005 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.483; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: