Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კონსტანტინე კახეთელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. რუსთავი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურული ფაკულტეტი, არქიტექტურის სპეციალობით 2001 წელს. 1999-2001წწ. მუშაობდა სამშენებლო კომპანია "ბლოკჯორჯიაში" არქიტექტორის თანაშემწედ; 2001-2004წწ. არქიტექტორად; 2001-2003წწ. პარალელურად, შეთავსებით თბილისის სამხატვრო აკადემიაში კომპიუტერული გრაფიკის პედაგოგად; 2004-2007წწ. ქ. რუსთავის მერიის საპროექტო ორგანიზაციაში, შპს "ხუროთმოძღვარი"-ს არქიტექტორად; 2009-2013წწ. იყო "K სტუდიო"-ს მთავარი არქიტექტორი; 2014-2017წწ. ეწეოდა კერძო სამეწარმეო საქმიანობას ინდმეწარმის სტატუსით; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დამუშავებულ იქნა არაერთი მნიშვნელოვანი ობიექტის საპროექტო დოკუმენტაცია, მათ შორის: სავაჭრო ცენტრ "რივერსაიდი"-ს, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე (2009), მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ქ. თბილისში (2006), ბრიტანეთის საელჩოს კულტურის განყოფილების (2001), ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების დ. წყნეთში და დიღმის მასივში, ქ. თბილისი (2008-2010) და სხვა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 143-144
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |