The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე კახეთელიძე

კონსტანტინე კახეთელიძე
დაბადების თარიღი:25 აპრილი, 1978  (47 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. რუსთავი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურული ფაკულტეტი, არქიტექტურის სპეციალობით 2001 წელს.

1999-2001წწ. მუშაობდა სამშენებლო კომპანია "ბლოკჯორჯიაში" არქიტექტორის თანაშემწედ; 2001-2004წწ. არქიტექტორად; 2001-2003წწ. პარალელურად, შეთავსებით თბილისის სამხატვრო აკადემიაში კომპიუტერული გრაფიკის პედაგოგად; 2004-2007წწ. ქ. რუსთავის მერიის საპროექტო ორგანიზაციაში, შპს "ხუროთმოძღვარი"-ს არქიტექტორად; 2009-2013წწ. იყო "K სტუდიო"-ს მთავარი არქიტექტორი; 2014-2017წწ. ეწეოდა კერძო სამეწარმეო საქმიანობას ინდმეწარმის სტატუსით; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დამუშავებულ იქნა არაერთი მნიშვნელოვანი ობიექტის საპროექტო დოკუმენტაცია, მათ შორის: სავაჭრო ცენტრ "რივერსაიდი"-ს, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე (2009), მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ქ. თბილისში (2006), ბრიტანეთის საელჩოს კულტურის განყოფილების (2001), ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების დ. წყნეთში და დიღმის მასივში, ქ. თბილისი (2008-2010) და სხვა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 143-144


გააზიარე: