The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კახა კახეთელიძე

კახა კახეთელიძე
დაბადების თარიღი:31 მარტი, 1951  (74 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ამბროლაური.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი, ელექტროქსელებისა და სისტემების სპეციალობით 1974 წელს.

1974-1977წწ. მუშაობდა საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტ "მძიმემრეწველელექტროპროექტის" თბილისის ფილიალში უფროს ინჟინრად; 1977 წელს გადაყვანილ იქნა სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენი"-ს №8 სპეციალიზებულ მოძრავ მექანიზებულ კოლონაში, ამჟამად შპს "კავკასიონი", რომელიც აწარმოებდა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობას, სადაც მუშაობდა 1994 წლამდე; იყო აღნიშნული ორგანიზაციის უფროსი დისპეტჩერი, უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი, დირექტორის მოადგილე და გენერალური დირექტორის მოადგილე; არის შპს "კავკასიონის" დამფუძნებელი; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით შპს "კავკასიონში" მუშაობის პერიოდში აშენდა 110კვ., 220კვ., 330კვ., 500კვ. და 750კვ. სიმძლავრის ელექტროგადამცემი ხაზები, როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, ბელორუსისა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიებზე; ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული 500კვ. ელექტროგადამცემი ხაზის "კავკასიონი"-ს მშენებლობაში; 1991-2006წწ. მისი აღდგენითი სამუშაოების შესრულებაში, ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე; ამ მხვრივ დიდი წვლილი აქვს შეტანილი რუსეთიდან საქართველოს ელექტრომომარაგების სტაბილურობის უზრუნველყოფაში; 1994 წლიდან მუშაობდა რუსეთის ფედერაციის შპს "ენერგომმშენი"-ს მთავარ ინჟინრად, შპს "კუბანელექტროქსელმშენი"-ს დირექტორაედ, შპს "როსელექტროქსელმშენი"-ს დირექტორად; მრავალწლიანი წარმატებული შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 144-145


გააზიარე: