The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გია კახიანი

გია კახიანი
დაბადების თარიღი:20 აგვისტო, 1955
გარდაცვ. თარიღი:21 იანვარი, 2021  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოუ ქსოს სასაფლაო, ბათუმი
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი და მიენიჭა სამთო ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1978 წელს.

1979-1998წწ. მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს კაპიტალური მშენებლობის სამმართველოში ტექნიკური განყოფილების უფროს ინჟინრად, განყოფილების ინჟინრად, განყოფილების უფროსად, სამმართველოს მთავარ ინჟინრად და სამმართველოს უფროსად; 1991-1996წწ. მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მშენებლობის მინისტრის მოადგილედ; 1996 წლიდან სააქციო საზოგადოება "აჭარკაპმშენი"-ს დირექცია; დიდი წვლილი აქვს შეტანილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სხვადასხვა დარგების განვითარებისათვის სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნის საქმეში; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით XX საუკუნის ბოლო პერიოდში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე აშენდა მრავალი სამრეწველო, საბინაო, კულტურულ-საგანმანათლებლო, კომუნალური და საყოფაცხოვრებო დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტები, რომელთაც შექმნეს წინაპირობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის შემდგომი განვითარებისათვის; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 145


გააზიარე: