The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ კეკელიძე

მერაბ კეკელიძე
დაბადების თარიღი:11 ნოემბერი, 1941  (83 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მწვრთნელი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1963 წელს.

1963-1981წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. ზავრიევის სახელობის სამშენებლო-მექანიკისა და სეისმომედეგობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, უფროს ინჟინრად; 1966-1969წწ. სწავლობდა ამავე ინსტიტუტის ასპირანტურაში; 1981-1985წწ. იყო ა. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი ინჟინერი; 1986 წელს დაინიშნა ქ. თბილისის სპორტკომბინატ "დინამოს" სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1989-1994წწ. დაუსწრებლად სწავლობდა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა ფიზიკური კულტურის მწვრთნელის სპეციალობით; 1998 წელს გაიარა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის კვალიფიკაციის ამაღლების ფაკულტეტის სრული კურსი სპორტული სკოლის დირექტორის პროფილით; 1998-2006წწ. იყო ქ. თბილისის სპორტული სკოლის დირექტორი; 2006-2007წწ. მიხეილ კეკელიძის სახელობის ოლიმპიური მომზადების სპორტული ცენტრის დირექტორი; 2007-2010წწ. იყო ზემოთაღნიშნული ცენტრის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის სახეობათა ფილიალის დირექტორი; 2010 წლიდან მიხეილ კეკელიძის სახელობის კალათბურთის სასახლის დირექტორია.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 147

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი
    მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის

გააზიარე: