შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მუხამედ ვანილიში![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სარფი, ხელვაჩაურის რაიონი. ხელმძღვანელობდა სოფელ გონიოს კომკავშირის ორგანიზაციას; იყო სასოფლო-საზოგადო მოსამართლე, აჭარის ალკკ კომიტეტის პლენუმის წევრი, გონიოს სოფსაბჭოს პრეზიდიუმის წევრი. მუხამედ ვანილიში დიდ აღმზრდელობით მუშაობას აწარმოებდა ლაზებში, ბავშვებს ასწავლიდა წერა-კითხვას და სხვ. 1937 წელს არჩეულ იქნა აჭარის განათლების სახალხო კომისრის მოადგილედ. მუხამედ ვანილიშის ხელმძღვანელობით სოხუმში ლაზურ ენაზე გამოდიოდა კპ (ბ) აფხაზეთის საოლქო კომიტეტსა და აფხაზეთის ცენტრალური კომიტეტის ორგანო "მჭითა მურეცხი" ("წითელი ვარსკვლავი"). ლაზურ ენაზე დაწერა პიესები: "აღები ცუდ სიზმრებს ხედავენ", "მამედის ლოთობა" და სხვ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა მუხამედ ვანილიშის მოთხრობა "ზექიე", მის მოთხრობებში ასახულია ლაზების დაბეჩავებულ-დამონებული ცხოვრება, შემდეგ კი განთავისუფლება და კულტურული აღორძინება. წარმოშობით ლაზი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.116 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |