The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოლღა პეტრიაშვილი

ოლღა პეტრიაშვილი
დაბადების თარიღი:1953  (72 წლის)
კატეგორია:ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1975 წელს.

მუშაობს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული ლიტერატურის მიმართულების სრულ პროფესორად. სამეცნიერო ინტერესების სფერო: ლიტერატურის თეორია, რუსული ლიტერატურის ისტორია, ქართულ-სლავური ლიტერატურული ურთიერთობები. 3 მონოგრაფიისა და 60-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ივანე ბუნინის მოთხრობები (1888-1953 წწ.)", დაიცვა 1997 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "გროტესკი XX საუკუნის რუსულ ლიტერატურაში", 2002 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.485; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამეცნიერო ჟურნალი "სპეკალი": spekali.tsu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: