Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნესტან რატიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი სპეციალობით კლასიკური ფილოლოგია 1990 წელს. კვლევითი და სასწავლო პროექტების ფარგლებში იმყოფებოდა ოქსფორდის ვოლფსონ კოლეჯში, კემბრიჯის კინგს კოლეჯში, ჯეიმს მედისონ კოლეჯში, ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში. 1994-2007წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის დოცენტი, შემდგომ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის პროფესორი; 2007 წლიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკულ-ქართული ინიციატივა ლიბერალური განათლებისთვის ფარგლებში; 2001-2006წწ. იყო შოთა რუსთაველის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის განყოფილების თანამშრომელი; 2007 წლიდან - ფოლკლორის განყოფილების უფროსი მეცნიერი; 2008 წლიდან თანამშრომლობს თბილისის ევროპული სკოლის საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამასთან, არის ცოდნის თეორიის კოორდინატორი; გაიარა ტრენინგები ბარსელონასა და დუბაიში; აქტიურად თანამშრომლობს AGILE-თან (ამერიკულ-ქართული ინიციატივა ლიბერალური განათლებისთვის), რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერების და ხელოვნების ფაკულტეტის ბაზაზე ახორციელებს თავისუფალი მეცნიერებების პროგრამას; კითხულობს ლექციებს და კონსულტაციებს უწევს NED-ის მიერ დაფინანსებულ პროექტებს "შენ დემოკრატიისთვის“ და "ახალგაზრდები დემოკრატიისთვის“, რომელიც საქართველოს მასშტაბით ატარებს დისკუსიებს სხვადასხვა მწვავე თემაზე. ორი მონოგრაფიის ავტორი, სხვადასხვა წიგნების თანაავტორი (მათ შორისაა სახელმძღვანელოები, სამეცნიერო კრებულები, თარგმანები და სხვ.). მონაწილეობდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტებში (ანტისაბჭოური სიტყვიერება, ქართული ხალხური ფოლკლორული პროზის 22 ტომის შედგენა, მხატვრულ სახეთა ტრანსფორმაციები); მუდმივად მონაწილეობს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში (ჰარვარდი, ბრაუნი, ახალი ორლეანი, ნიუ იორკი, ლიდსი). ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2001), პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დუმილის ფენომენი ძველ ბეძნულ ლიტერატურაში (ჰომეროსიდან ისიხაზმამდე)", დაიცვა 1994 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "რიტუალის ასახვა ძველბერძნულ ლიტერატურაში (ჰომეროსიდან ევრიპიდემდე)", დაიცვა 2001 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.486; ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი: gau.edu.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |