შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ კვარაცხელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჯგალი, წალენჯიხის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1971 წელს. 1971-1973წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ქ. ზუგდიდის №133 მოძრავ-მექანიზებული კოლონის სამუშაოთა მწარმოებლად; 1973-1974წწ. მუშაობდა ენგურის ჰესების კასკადის კომპლექსის მშენებლობაზე, სამუშაოთა მწარმოებლადიმ სამშენებლო სამმართველოში, რომელიც ახორციელებდა მიწისქვეშა ძალოვანი კვანძისა და სადაწნეო გვირაბის მშენებლობას; 1974-1975წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს №7 სამშენებლო ტრესტის №6 მოძრავ-მექანიზებული კოლონაში უფროს სამუშაოთა მწარმოებლად გალის რაიონში; 1975 წელს გადაყვანილ იქნა იმავე ტრესტის ქ. გაგრის №8 მოძრავ-მექანიზებულ კოლონაში, საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად, სადაც იმუშავა 1979 წლამდე; 1979 წლიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქ. სენაკის №2 სარემონტო-სამშენებლო ტრესტის ქ. გაგრის სამშენებლო უბნის უფროსად; 1983 წლიდან იყო იმავე ტრესტის ახლადშექმნილი ქ. გაგრის სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს უფროსი; 1988 წელს დაინიშნა ქ. გაგრის სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს ბაზაზე შექმნილი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს აფხაზეთის სარემონტო-სამშენებლო ტრესტის მმართველად; აღნიშნულ ტრესტში გაერთიანდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი საქართველოს მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ყველა სარემონტო-სამშენებლო და სპეცსამონტაჟო ორგანიზაციებში, ასევე სატრანსპორტო და საშენ მასალათა მწარმოებელი სამრეწველო საწარმოები; აღნიშნული ტრესტ 1988-1992წწ. აწარმოებდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტების რეკონსტრუქციასა და კაპიტალურ რემონტს, კომუნალური და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას; უშუალოდ მონაწილეობდა არაერთი მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობაში; მათ შორის: მაღლივი, თაღოვანკაშხლიანი "ენგურჰესის" მიწისქვეშა ძალოვანი კვანძისა და ენგურის ჰესების კასკადის სადაწნეო გვირაბის მშენებლობაში, წალენჯიხის №2 ჩაის ფაბრიკის, საშუალო სკოლისა და საბავშვო ბაღის მშენებლობაში; ასევე მისი ხელმძღვანელობით აშენებულ იქნა ქ. გაგრის მეციტრუსეობის მეურნეობის პანსიონატ-პროფილაქტორიუმის ახალი კორპუსი; აფხაზეთის სარემონტო-სამშენებლო ტრესტის მმართველად მუშაობის პერიოდში, მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული, მრავალი მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტის რეკონსტრუქცია და კაპიტალური რემონტი, განვითარდა სასოფლო, კომუნალური და საგზაო ინფრასტრუქტურა, აშენდა კულტურულ-საგანმანათლებლო დანიშნულების ობიექტები; მისი ხელმძღვანელობით ტრესტი აქტიურად იყო ჩართული მიწისძვრით დაზარალებული რაჭის რეგიონის ობიექტების აღდგენითი სამუშაოების შესრულებაში, ასევე მეწყერული მოვლენებით დაზარალებული აჭარის მოსახლეობისათვის (ეკო-მიგრანტებისათვის) საცხოვრებელი დასახლების მშენებლობაში მარნეულის რაიონში; მონაწილეობა აქვს მიღებული სომხეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ახურიანის რაიონში 35 საცხოვრებელი სახლის, სკოლისა და საბავშვო ბაღის აღდგენითი სამუშაოების შესრულებაში; 1992-1993წწ. აფხაზეთში წარმოებული საომარი მოქმედების შედეგად, იძულებული იყო სამუშაოდ გადასულიყო ქ. მოსკოვში, სადაც 1993-2018წწ. ეწეოდა კერძო სამეწარმეო საქმიანობის სამშენებლო სფეროში; იყო შპს "მამული-2000"-სა და შპს "ტექსტოი"-ს გენერალური დირექტორი; საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 2019 წლიდან, მუშაობს ქ. თბილისში; არის შპს "ტექმშენი"-ს გენერალური დირექტორი და ეწევა კერძო სამეწარმეო საქმიანობას სამშენებლო სფეროში; მრავალწლიანი წარმატებული შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 150-151
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |