Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან კვიცარიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურული ფაკულტეტი, არქიტექტურის სპეციალობით 1979 წელს; მეორადი ფაკულტეტი, ჟურნალისტიკის სპეციალობით 1978 წელს. 1980-1986წწ. მუშაობდა ტექნიკური ესთეტიკის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს ფილიალში უფროს მხატვარ-კონსტრუქტორად; 1987-1992წწ. მუშაობდა სამშენებლო-სარემონტო ტრესტ "ინტურისტსპეცრემმშენის" ექსპერიმენტული სამხატვრო სახელოსნოს არქიტექტორად; 1987-1987წწ. შეთავსებით მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეცსამმართველო "საქსოფლგაფორმება" №1-ის არქიტექტურულ სამხატვრო-საპროექტო საამქროს უფროსად; 1992-1994წწ. მუშაობდა სამშენებლო, საპროექტო-სამხატვრო ფირმა "მხატვარის" არქიტექტორად; 1994-2000წწ. იყო შპს "გენა"-ს მხატვარი; 2000-2001წწ. შპს "დელტა პროექტი 2000"-ის არქიტექტორი; 2001-2008წწ. მუშაობდა შპს "აბალონი"-ს მთავარ არქიტექტორად; 2008 წლიდან შპს "არქიტექი"-ს არქიტექტორია; სხვადასხვა წლებში, შეთავსებით მუშაობდა ქ. თბილისის სამხატვრო და ქანდაკების კომბინატებში, ასევე საქართველოს პროფკავშირების სამხატვრო-საპროექტო ორგანიზაციაში არქიტექტორად, ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში; მისი უშუალო მონაწილეობით დამუშავებულ და განხორციელებულ იქნა მრავალი სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და საზოგადოებრივი დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტების რეკონსტრუქციისა და მხატვრული გაფორმების პროექტები; მათ შორის: საქართველოს მეღვინეობის ინსტიტუტის, შამპანურ-ღვინოების ქარხნის, "ალექსანდრეს" (ამჟამად "9 აპრილის") სახელობის ბაღის, კრწანისის სამთავრობო რეზიდენციის (ქ. თბილისში), ზამთრის ბაღის (ქ. ქობულეთში), რესტორან "ქალაქურის" (ქ. თბილისში), ქ. თბილისის ვაგონშემკეთებელი ქარხნის მუზეუმის და ტერიტორიის, დასასვენებელ სახლ "პროგრესის" (ქ. სოჭში), დასასვენებელი სახლისა და საორღანო დარბაზის (ქ. ტოლიატში), წინანდლის ღვინის ქარხნის, სასტუმრო "უზბეკისტანის" (ქ. ტაშკენტში), საერთაშორისო "ოლიმპიადა-1980"-ს და სხვა; ასევე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების პროექტები დ. წყნეთში, კოჯორში, წავკისში, ინგუშეთისა და ჩეჩნეთის რესპუბლიკაში; მონაწილეობა აქვს მიღებული სამხატვრო გამოფენებში და სხვადასხვა კონკურსებში; საკონკურსო ნამუშევრებისთვის მიღებული აქვს საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის "საპატიო სიგელი", ასევე ქ. სმოლენსკის ატომური ელექტროსადგურის მხატვრული გაფორმებისთვის "საპატიო სიგელი", საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების გამოფენა-კონკურსში პირველი ხარისხის დიპლომი; კონკურსში "ვეფხისტყაოსნის დასურათება" საპატიო დიპლომი საკონკურსო ნამუშევრისათვის და პრემია "ლოკომოტივის" საფეხბურთო სტადიონის პროექტირებისათვის (ქ. თბილისში). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 152-153
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |