შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლავრენტი კიკვიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქვედა შავრა, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1962 წელს. 1962-1964წწ. მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მშენებელი ინჟინრის თანამდებობაზე; 1965-1971წწ. იყო ქ. ორიოლის (რუსეთის ფედერაცია) საპროექტო-კვლევით ინსტიტუტ "გიპრონიისელპრომი"-ს ასპირანტი და უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1971 წელს დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტექნიკური სამმართველოს განყოფილების უფროსად; 1972-1976წწ. მუშაობდა საპროექტო-კვლევით ინსტიტუტ "გიპრონიისელპრომი"-ს ახლადშექმნილ საქართველოს ფილიალის დირექტორად; 1976-1986წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქკოლმმშენპროექტი"-ს დირექტორის მოადგილედ, საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს საკუთარი ბაზების პროექტირების განხრით; 1986-1991წწ. იყო ტექნოლოგიურ ინსტიტუტ "აგრომშენპროგრესი"-ს მთავარი ინჟინერი; 1991-1995წწ. მუშაობდა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის მთავარი სამეურნეო სამმართველოს კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსად; 1995-2003წწ. იყო საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის ტექნიკური სამმართველოს კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსი; უშუალოდ მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა პროგრესული სამშენებლო კონსტრუქციებისა და მასალების მშენებლობის მოსაპირკეთებელი დეკორატიული მასალების წარმოების ორგანიზებასა და გამართვას, მზის ენერგიის გამოყენებას სამშენებლო მასალების წარმოებაში, აგრეთვე ვალეს (ახალციხის რაიონში) და კლარსის (ყაზბეგის რაიონში) გამშვები პუნქტების პროექტირებასა და მშენებლობას; გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო და პრაქტიკული სტატიები საკავშირო და რესპუბლიკურ პერიოდულ პრესაში; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 153-154
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |