The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვიქტორ ვორონცოვი

Date of birth:18??
Date of death:1950
Category:Scientist, Agricultural Worker

Biography

ვიქტორ ვორონცოვმა 1916 წელს, ოზურგეთის ყოფილ საცდელ სადგურში მუშაობის დროს, ჩაის ბუჩქის ზამთრის ნასხლავი მასალის გამოყენებით შეძლო კოფეინის მიღება; იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო აქტიური კონსულტანტი ჩაის კულტურის ათვისების, ხელმძღვანელობდა ჩაის ქიმიისა და ტექნოლოგიის კათედრას საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, მან აღზარდა ბიოქიმიისა და ტექნოლოგიის დარგის მრავალი სპეციალისტი. კვლევით მუშაობას აწარმოებდა ტუნგოს ნაყოფისა და მისი ზეთის ხარისხის ამაღლებაზე. გამოქვეყნებული აქვს მრავალი მეცნიერული ნაშრომი, მათ შორის "ჩაის ბიოქიმია". ჩაის ბიოქიმიისა და ტექნოლოგიის მკვლევარი, ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა საკავშირო-სამეცნიერო ინსტიტუტის ჩაქვის ფილიაილის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში. პროფესორი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.179

Awards and Honors

  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: