The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დიმიტრი ბურდიაშვილი

Date of birth:1914
Date of death:20 September, 1942  (at 28 years)
Category:Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი შილდა, ყვარლის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მუშაობდა საქართველოს რადიოკომიტეტში. იყო ორგანიზაცია "სამანის" წევრი (საქართველოს აყვავებისათვის მებრძოლი ახალგაზრდა ნაციონალისტები) - იატაკქვეშა პატრიოტული ორგანიზაცია მეორე მსოფლიო ომის დროინდელ საბჭოთა საქართველოში, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა რეჟიმის დამხობას შეიარაღებული აჯანყების გზით და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული დოკუმენტების მიხედვით, შეთქმულებიდან ყველაზე ადრე, 1942 წლის 2 იანვარს, დიმიტრი ბურდიაშვილი, როგორც დეზერტირი ისე დააპატიმრეს, იგი 1941 წლიდან ირიცხებოდა წითელი არმიის რიგებში; დაპატიმრების დროს დიმიტრი ბურდიაშვილი იყო 35-ე პოლკის უმცროსი ლეიტენანტი, ამავე მასალების მიხედვით იგი იყო არალეგალური, მეამბოხე-რევოლუციურ ორგანიზაციის წევრი; წითელი არმიის რიგებში ყოფნის დროს აქტიურად ეწეოდა კანონსაწინააღმდეგო აგიტაციასა და პროპაგანდას, შეიარაღებული გზით მოუწოდებდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობის და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. დიმიტრი ბურდიაშვილს მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა ქონების კონფისკაციით. რეპრესირებული, რეაბილიტირებული.

წყარო: XX საუკუნის 40-იანი წლების ეროვნული მოძრაობა : (სამანელები) / ნატა თეთვაძე.-თბ.,2021.-გვ.16 (dl.sangu.edu.ge)


Share: