Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შალვა შავიანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართული ენა და ლიტერატურის სპეციალობით 1940 წელს; სწავლობდა ასპირანტურაში. საბჭოთა კავშირ-გერმანიის ომის დაწყებასთან დაკავშირებით, 1941 წლის 27 აგვისტოს შალვა შავიანიძე საბჭოთა არმიის რიგებში გაიწვიეს, უმცროს ოფიცერთა მოსამზადებელი კურსების დამთავრების შემდეგ მას მიენიჭა უმცროსი ლეიტენანტის სამხედრო წოდება. მსახურობდა ავჭალის მსროლელთა 35-ე სათადარიგო პოლკში. 1942 წლის 10 იანვრის იგი დააპატიმრეს შეთქმულებაში მონაწილეობისთვის, მას ბრალად ედებოდა "არალეგალურ-კონტრრევოლუციური ფაშისტური ორგანიზაციის აქტიური წევრობა, შეთქმულებაში მონაწილეობის მიზნით ადამიანების გადაბირება და აჯანყებისათვის მზადება. ამიერკავკასიის სამხედრო ტრიბუნალმა შალვა შავიანიძეს მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა ქონების კონფისკაციით. (იყო ორგანიზაცია "სამანის" წევრი, საქართველოს აყვავებისათვის მებრძოლი ახალგაზრდა ნაციონალისტები - იატაკქვეშა პატრიოტული ორგანიზაცია მეორე მსოფლიო ომის დროინდელ საბჭოთა საქართველოში, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა რეჟიმის დამხობას შეიარაღებული აჯანყების გზით და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას). რეპრესირებული. წყარო: XX საუკუნის 40-იანი წლების ეროვნული მოძრაობა : (სამანელები) / ნატა თეთვაძე.-თბ.,2021.-გვ.23 (dl.sangu.edu.ge)
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |