შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
როსტომ საგინაშვილი![]()
ბიოგრაფია1963-1978 წლებში იყო საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი, ასრულებდა ქართლ-კახურ სიმღერებს. მღეროდა: "შენ ბიჭო ანაგურელო", "ზამთარი", "მრავალჟამიერი" და სხვ. როსტომ საგინაშვილი იყო ის მომღერალი, რომლის მიერ შესრულებული "ჩაკრულო" 1977 წელს კოსმოსურმა ხომალდმა "ვოიაჯერმა", ოქროს ფირფიტით, მზის სისტემაში გაიტანა. "ჩაკრულო" NASA-მ მსოფლიოს 25 საუკეთესო სიმღერას შორის შეიტანა. როსტომ საგინაშვილი "ჩაკრულოს" ამ ჩანაწერში, ილია ზაქაიძესთან ერთად ასრულებდა. ჩანაწერი საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ამერიკაში გასტროლის დროს 70-იან წლებში გაკეთდა. ქართული ხალხური სიმღერის ცნობილი შემსრულებელი. ბარიტონი. წყარო: რადიო თავისუფლება: მზის სისტემის მიღმა გაგზავნილი ხმა: radiotavisupleba.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |