The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე კიმბერგი

ალექსანდრე კიმბერგი
დაბადების თარიღი:21 დეკემბერი, 1923
გარდაცვ. თარიღი:2014  (90 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ქ. თბილისის სარკინიგზო ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის ხიდებისა და გვირაბების ფაკულტეტი და მიენიჭა სარკინიგზო ტრანსპორტის მშენებელი ინჟინრის კვალიფიკაცია 1947 წელს.

1947-1963წწ. მუშაობდა საკავშირო საპროექტო ინსტიტუტ "სოიუზდორპროექტი"-ს თბილისის ფილიალში ინჟინრად, უფროს ინჟინრად, ჯგუფის ხელმძღვანელად, მთავარ სპეციალისტად; 1964-1992წწ. მუშაობდა თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში ("თბილზნიეპი") უფროს მეცნიერ თანამშრომლად, შემდეგ კარკასული შენობების ლაბორატორიის ხელმძღვანელად; ხელმძღვანელობდა მთელ რიგ თემებს, რომლებიც გათვალისწინებულ იყო საბჭოთა კავშირის არქიტექტურის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის ("გოსკომარქიტექტური"-ს) სამეცნიერო კვლევითი გეგმებით; 1964 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; 1986 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ქ. მოსკოვის რკინაბეტონის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი; 1975 წელს ქ. თბილისში აშენებული საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს შენობის კონსტრუქციული ნაწილის დამუშავებისათვის ავტორთა ჯგუფთან ერთად მიენიჭა სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია; 1988 წელს მას მეორედ მიენიჭა სსრკ მინისრთა საბჭოს პრემია, მშენებლობის პირობებში არმატურის დაძაბვით კარკასული შენობების პროგრესული კონსტრუქციული სისტემის (სერია "1.120.1-2C") კვლევის, დამუშავებისა და დანერგვისათვის; ავტორია 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და გამოგონების; ის 1992 წლამდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოში, შემგომ საცხოვრებლად გადავიდა თავის წინაპართა სამშობლოში - ისრაელში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 155-157

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2005 - საქართველოს დამსახურებული მშენებელი
    მშენებლობის დარგში წარმატებული მოღვაწეობისათვის

გააზიარე: