The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნუგზარ კირთაძე

ნუგზარ კირთაძე
Date of birth:22 May, 1961  (63 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ხონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1982 წელს.

1982-2002წწ. მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში", №1 არქიტექტურული სახელოსნოს ინჟინრად, უფროს ინჟინრად, ჯგუფის ხელმძღვანელად, პროექტის მთავარ ინჟინრად; 2002-2009წწ. შპს "აქსისის" მთავარ სპეციალისტად; 2009-2010წწ. იყო შპს "კოლხეთი"-ს მთავარი კონსტრუქტორი; 2010-2013წწ. შპს "ბლოკ ჯორჯია"-სა და შპს "დექსუსი"-ს მთავარი კონსტრუქტორი; 2013 წლიდან შპს "ცენტრ-პოინტისა" და შპს "გეითვეი ჰოლდინგის" მთავარი კონსრუქტორია; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დამუშავებულ იქნა მრავალი საცხოვრებელი, ჯანდაცვის სფეროსა და საზოგადოებრივი დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტის პროექტი, მათ შორის: მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების პეტრიაშვილის, საბურთალოს, ქავთარაძის, პეტრიწის (დიდ დიღომში), გამრეკელის, ტაბიძისა და მაყაშვილის ქუჩებზე, წერეთლის, ყაზბეგისა და გურამიშვილის გამზირებზე (ქ. თბილისში), პუშკინის ქუჩაზე, ქ. ბათუმში და სხვა; ასევე ფუნიკულიორის კომპლექსისა და მთაწმინდის პარკის რეკონსტრუქციის, სამების საკათედრო ტაძრის, მრავალპროფილური საავადმყოფოს კომპლექსები ქ. ქუთაისში, ქ. ტყიბულში, ქ. ლაგოდეხში და ზუგდიდის რაიონის სოფ. რუხში; "რედკოს" სასტუმრო კომპლექსები დ. ბაკურიანში და დ. გუდაურში; ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები სოფ. ტაბახმელაში, დ. წყნეთში, დ. ბაკურიანში, სოფ. კოჯორში და დ. გუდაურში; მიღებული აქვს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საპატრიარქო სიგელი, ყოვლადწმინდისა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობისათვის და სხვადასხვა საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები მრავალწლიანი შემოქმედებითი მოღვაწეობისა და დამსახურებისათვის.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 158-159


Share: