Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გურამ კლიმიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა ქ. ოდესის ჰიდროტექნიკური ინსტიტუტის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1954 წელს. 1954-1956წწ. მუშაობდა სსრკ ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ორდენოსანი საწარმოო-სამშენებლო ორგანიზაცია "დნეპრომშენი"-ს სისტემაში, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, შემდეგ დნეპროდერჟინსკის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1957 წელს გადაყვანილ იქნა ქ. ოდესაში სამშენებლო ტრესტ "უკრმრეწვმშენის" სისტემაში სამუშაოთა მწარმოებლად; 1959 წელს დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №9 სამშენებლო ტრესტში უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; შემდეგ იყო ამავე ტრესტის სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი, ტრესტის მმართველის მოადგილე; 1966 წელს გადაყვანილ იქნა გორის საქალაქო საბჭოს აღმასკომის კომუნალური მეურნეობის განყოფილების გამგედ, შემდეგ კი აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ; 1971-1974წწ. მუშაობდა საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოსთან არსებული სახელმწიფო რეზერვების მთავარი სამმართველოს მშენებარე კომბინატ "იუჟნი"-ს დირექტორად; შემდეგ კომბინატ "ელბრუსის" დირექტორად; 1975 წელს დაინიშნა საქართველოს მინისტრთა საბჭოს კაპიტალური მშენებლობის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ, სადაც კურირებდა სამრეწველო და საბინაო დანიშნულების ობიექტების მშენებლობას; 1976-1991წწ. მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოს მომარაგების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, შემდეგ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ; 1991 წელს დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაინიშნა სსრკ მინისტრთა საბჭოსთან არსებული "სახელმწიფო მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კომისიის" წევრად; 1994-1999წწ. იყო სამშენებლო გაერთიანება "მთავარმოსკოვმშენი"-ს სამშენებლო აქციონერული საზოგადოება "ტბმ" ("თბილისი-მოსკოვის") დირექტორის მოადგილე; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა მრავალი მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობა, მათ შორის: ქ. გორის ბამბეული ქსოვილების კომბინატის, საკონსერვო ქარხნის, რკინაბეტონის კომბინატის, ბინათმშენებლობის სფეროს, ქ. გორის ცენტრალური ნაწილის რეკონსტრუქცია, ისტორიული ნაგებობების აღდგენა და სხვა; საქართველოს მინისტრთა საბჭოს მომარაგების სახელმწიფო კომიტეტში მუშაობის პერიოდში ხელმძღვანელობდა მშენებლობის, სამშენებლო ინდუსტრიისა და კომუნალური მეურნეობის სფეროების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებს; აქტიურად მონაწილეობდა სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოების შესრულებაში; მიღებული აქვს სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოები და საუწყებო საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 159-160 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |