The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ კლიმიაშვილი

გურამ კლიმიაშვილი
დაბადების თარიღი:3 მარტი, 1930  (95 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

 დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა ქ. ოდესის ჰიდროტექნიკური ინსტიტუტის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1954 წელს.

1954-1956წწ. მუშაობდა სსრკ ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ორდენოსანი საწარმოო-სამშენებლო ორგანიზაცია "დნეპრომშენი"-ს სისტემაში, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, შემდეგ დნეპროდერჟინსკის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1957 წელს გადაყვანილ იქნა ქ. ოდესაში სამშენებლო ტრესტ "უკრმრეწვმშენის" სისტემაში სამუშაოთა მწარმოებლად; 1959 წელს დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №9 სამშენებლო ტრესტში უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; შემდეგ იყო ამავე ტრესტის სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი, ტრესტის მმართველის მოადგილე; 1966 წელს გადაყვანილ იქნა გორის საქალაქო საბჭოს აღმასკომის კომუნალური მეურნეობის განყოფილების გამგედ, შემდეგ კი აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ; 1971-1974წწ. მუშაობდა საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოსთან არსებული სახელმწიფო რეზერვების მთავარი სამმართველოს მშენებარე კომბინატ "იუჟნი"-ს დირექტორად; შემდეგ კომბინატ "ელბრუსის" დირექტორად; 1975 წელს დაინიშნა საქართველოს მინისტრთა საბჭოს კაპიტალური მშენებლობის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ, სადაც კურირებდა სამრეწველო და საბინაო დანიშნულების ობიექტების მშენებლობას; 1976-1991წწ. მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოს მომარაგების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, შემდეგ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ; 1991 წელს დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაინიშნა სსრკ მინისტრთა საბჭოსთან არსებული "სახელმწიფო მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კომისიის" წევრად; 1994-1999წწ. იყო სამშენებლო გაერთიანება "მთავარმოსკოვმშენი"-ს სამშენებლო აქციონერული საზოგადოება "ტბმ" ("თბილისი-მოსკოვის") დირექტორის მოადგილე; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა მრავალი მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობა, მათ შორის: ქ. გორის ბამბეული ქსოვილების კომბინატის, საკონსერვო ქარხნის, რკინაბეტონის კომბინატის, ბინათმშენებლობის სფეროს, ქ. გორის ცენტრალური ნაწილის რეკონსტრუქცია, ისტორიული ნაგებობების აღდგენა და სხვა; საქართველოს მინისტრთა საბჭოს მომარაგების სახელმწიფო კომიტეტში მუშაობის პერიოდში ხელმძღვანელობდა მშენებლობის, სამშენებლო ინდუსტრიისა და კომუნალური მეურნეობის სფეროების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებს; აქტიურად მონაწილეობდა სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოების შესრულებაში; მიღებული აქვს სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოები და საუწყებო საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 159-160

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წავრი, აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: