შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ზალიკანიანი![]()
ბიოგრაფია1860 წლიდან ქაშვეთის ეკლესიის გალავანში გახსნილი ჰქონდა უფასო სახალხო სამრევლო სკოლა, აგროვებდა ძველ ხელნაწერებს, რომელთაგან ბევრი საბუთი "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას" შესწირა. იყო ქართული მწიგნობრობის აღორძინების მოყვარული. გამოსცა დავით გურამიშვილის "დავითიანი" (ტფილისი, 1881 წელი); მიჩნეული იყო იშვიათ მგალობლად, სიმღერა-გალობაში ჰქონდა პირველი ხმა. დიმიტრი არაყიშვილმა მისი დახმარებით ჩაწერა იოანე ოქროპირის ლიტურგია. მგალობელი, გამომცემელი, ქაშვეთის ეკლესიის მედავითნე, ქართული სასულიერო მწიგნობრობის მცოდნე. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ /იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.187; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.50
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |