შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე ზაუტაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ყვარელი. 1902 წლიდან მონაწილეობდა ხაშურში ადგილობრივი დეპოს მუშების პოლიტიკურ დემონსტრაციებში, ხაშურის მუშების საგაფიცვო მოძრაობასა და მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლებში 1905 წელს. ეწეოდა პროპაგანდა-აგიტაციას, ადგენდა მეამბოხეთა წრეებს, იარაღით ებრძოდა მეფის მთავრობის მოხელეებსა და სხვ. 1908 წლის 18 თებერვალს შეიპყრეს და სამხედრო სასამართლომ 20 წლით კატორღა მიუსაჯა, იჯდა მეტეხისა და ნიკოლაევის ციხეებში, განთავისუფლდა რევოლუციის შემდეგ. რევოლუციონერი, პოლიტკატორღელი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.204
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |