The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მანანა ტაბიძე

მანანა ტაბიძე
დაბადების თარიღი:25 სექტემბერი, 1953  (71 წლის)
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ტებერდა, სტავროპოლის მხარე (რუსეთი).

დაამთავრა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1975 წელს.

1978-1986წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი;
1986-1994წწ. - ამავე ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1994-2003წწ. - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2003 წლიდან - არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; შეთავსებით, 1990 წლიდან - ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, პროფესორი; 2006 წლიდან - ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი", დეპარტამენტის უფროსი. მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, ექსპერიმენტებში, ექსპედიციებში; სამეცნიერო შრომების ავტორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი (2004).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პარადიგმები ქართულში", დაიცვა 1994 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ენობრივი სიტუაცია საქართველოში და ქართული ენის ფუნქციონირების საკითხები", დაიცვა 2003 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.490; ენათმეცნიერების ინსტიტუტი: ice.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: