შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რომან ბატიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბოდბისხევი, სიღნაღის რაიონი. დაამთავრა ბაკურციხის მეღვინეობა-მევენახეობის ტექნიკუმი 1933 წელს, შემდეგ სწავლობდა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. იყო ოცეულის მეთაურის მოადგილე 369-ე სათადარიგო პოლკში; დაპატიმრების დროს ბრალად ედებოდა, რომ რომან ბატიაშვილი იყო უკანონო კონტრრევოლუციური "ფაშისტური" ორგანიზაციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და ამ ორგანიზაციის დავალებების შემსრულებელი, იგი იყო არალეგალურ ნაციონალისტურ-მეამბოხე ორგანიზაციის წევრი, მას მიზნად ჰქონდა დასახული შეიარაღებული აჯანყება საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. 1942 წლის 20 სექტემბერს ამიერკავკასიის ფრონტის სამხედრო ტრიბუნალმა რომან ბატიაშვილს მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა ქონების კონფისკაციით. იყო ორგანიზაცია "სამანის" წევრი (საქართველოს აყვავებისათვის მებრძოლი ახალგაზრდა ნაციონალისტები) - იატაკქვეშა პატრიოტული ორგანიზაცია მეორე მსოფლიო ომის დროინდელ საბჭოთა საქართველოში, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა რეჟიმის დამხობას შეიარაღებული აჯანყების გზით და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას. რეპრესირებული. აგრონომი. (2012 წლის ჟურნალ "ჩვენ მწერლობაში" დაიბეჭდა მისი ვაჟის, ომარ ბატიაშვილის წერილი მამის შესახებ, რომელშიც ვეცნობით რომან ბატიაშვილის ბიოგრაფიასა და მის კავშირებს სხვა შეთქმულებთან). წყარო: XX საუკუნის 40-იანი წლების ეროვნული მოძრაობა (სამანელები) / ნატა თეთვაძე .-თბ., 2021.-გვ.57 (dl.sangu.edu.ge) ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |