The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოლომონ იმერლიშვილი

დაბადების თარიღი:1904
გარდაცვ. თარიღი:1942  (38 წლის ასაკში)
კატეგორია:იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი შილდა, ყვარლის რაიონი.

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

მუშაობდა სახანძრო სამსახურში. დაპატიმრების დროს ბრალად ედებოდა, რომ "ჩაერთო არალეგალურ ნაციონალიტურ სამხედრო-მეამბოხე ორგანიზაციაში, რომელსაც მიზნად ჰქონდა სამხედრო აჯანყების გზით საბჭოთა კავშირის ხელისუფლების დამხობა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა, მან მიიღო დავალება, რომ ყვარლის რაიონში დაეფუძნებინა კონტრრევოლუციური მეამბოხე ორგანიზაცია". დოკუმენტში აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე სოლომონ იმერლიშვილს ბრალად ედებოდა ყვარლის რაიონში უკანონო ორგანიზაციის დაარსება, ხელმძღვანელობა და მასში ხალხის ჩართვა. ამიერკავკასიის ფრონტის სამხედრო ტრიბუნალის გადაწყვეტილებით 1942 წლის 20 სექტემბერს სოლომონ იმერლიშვილს მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა ქონების კონფისკაციით. იყო ორგანიზაცია "სამანის" წევრი (საქართველოს აყვავებისათვის მებრძოლი ახალგაზრდა ნაციონალისტები) - იატაკქვეშა პატრიოტული ორგანიზაცია მეორე მსოფლიო ომის დროინდელ საბჭოთა საქართველოში, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა რეჟიმის დამხობას შეიარაღებული აჯანყების გზით და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას. რეპრესირებული.

წყარო: XX საუკუნის 40-იანი წლების ეროვნული მოძრაობა (სამანელები) / ნატა თეთვაძე .-თბ., 2021.-გვ.61 (dl.sangu.edu.ge)


გააზიარე: