Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მარიკა ბაღდავაძე![]()
Biographyიგი 1978 წლის 14 აპრილიდან იყო ჩართული ქართულ დისიდენტურ მოძრაობაში და თანამებრძოლებთან ერთად უდიდესი როლი შეასრულა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღორძინებასა და საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში, იგი იყო არაერთი გახმაურებული აქციის ორგანიზატორი და თანამონაწილე, მათ შორის ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის ყველაზე გარდამტეხის – 1981 წლის მცხეთის აქცია, 1983 წელს გეორგიევსკის ტრაქტატის საწინააღმდეგო მანიფესტაცია, 1988 წლის ნოემბრის შიმშილობა, 1989 წლის 9 აპრილი და სხვ. რის გამოც ორჯერ იყო გასამართლებული საბჭოთა რეჟიმის მიერ. საპატიმროებშიც განსაკუთრებული შევიწროვების პირობებში უწევდა ყოფნა. მარიკა ბაღდავაძე გამოირჩეოდა უდიდესი პრინციპულობით და შეუვალობით, მან უარი თქვა თანამდებობზე და პოლიტიკურ კარიერაზე დამოუკიდებელ საქართველოშიც და დარჩა როგორც ადამიანის უფლებების დამცველი. შეუფასებელია მისი როლი ომბუდსმენის ინსტიტუტის დაფუძნებასა და განვითარებაში. ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წარმომადგენელი, ცნობილი დისიდენტი, "სახალხო პარტიის" მთავარი კომიტეტის წევრი, 80-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული სახე და ლიდერი. წყარო: სახალხო პარტიის ვებგვერდი: sakhalkho.ge; გაზეთი "ახალი თაობა": akhalitaoba.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |