The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფელიქს კონტრიძე

ფელიქს კონტრიძე
დაბადების თარიღი:24 აპრილი, 1932  (93 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ქ. თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ჰიდრომელიორაციის ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაცია 1956 წელს.

1956-1960წწ. მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში" (ყოფილი "საქკომუნპროექტი") ინჟინერ-კონსტრუქტორის თანამდებობაზე; 1961 წლიდან სამუშაოდ გადავიდა ახლადშექმნილ თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში ("თბილზნიეპი"), სადაც მუშაობდა 1967 წლამდე უფროს ინჟინერ-კონსტრუქტორად, ჯგუფის ხელმძღვანელად; 1967 წლიდან კვლავ სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში" მუშაობს ჯერ კონსტრუქტორთა ჯგუფის ხელმძღვანელად, შემდეგ პროექტის მთავარ კონსტრუქტორად, არქიტექტურული სახელოსნოს მთავარ კონსტრუქტორად, არქიტექტურული სახელოსნოს ხელმძღვანელად; 2004 წლიდან ინიშნება ამავე საპროექტო ინსტიტუტის კონსტრუქციული განყოფილების უფროსად; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დამუშავებულ იქნა მრავალი საცხოვრებელი, კულტურულ-საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტების პროექტები; მათ შორის: პანსიონატი "ცოდნა" დ. ბობოყვათში, ტურბაზა ქ. ახალციხეში, საკავშირო ცკ საქმეთა მმართველობის 500 ადგილიანი დასასვენებელი სახლი "მზიური"-ს კომპლექსი ქ. გაგრაში, აგრეთვე სხვა მსხვილი საკურორტო კომპლექსები აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე და სხვადასხვა სამოქალაქო დანიშნულების ობიექტები საქართველოს რაიონებში; მრავალი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 161-162


გააზიარე: