შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ იოსელიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მულახი, ახლანდელი მესტიის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1978 წელს, გეოფიზიკოსის კვალიფიკაციით. სტუდენტობის დროს მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური. მუშაობდა "საქნავთობში", გეოფიზიკურ ექსპედიციაში; 1980-იანი წლების ბოლოს, სამსახური გააგრძელა საქართველოს გეოლოგიური სამმართველოს კომპლექსურ გეოლოგიურ გეოფიზიკურ ექსპედიციაში, სხვადასხვა თანამდებობებზე. 1990 წელს დაინიშნა საქართველოს გეოლოგიის დეპარტამენტის გეოფიზიკური სამმართველოს უფროსად. 1980-იანი წლების ბოლოდან ჩაება ეროვნულ მოძრაობაში და აქტიურ მონაწილეობას იღებდა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მიმდინარე პროცესებში. 1992 წლის სექტემბერში აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, მოხალისედ წავიდა. ავთანდილ იოსელიანმა, 1992 წლის 26 ოქტომბერს, ქალაქ ოჩამჩირეში, თანამებრძოლების გარემოცვაში, სადაც ტყვედ აყვანილი მოწინააღმდეგეები იმყოფებოდნენ, ხელყუმბარა სხეულით დაფარა და საკუთარი სიცოცხლის ფასად, გარშემო მყოფები სიკვდილს გადაარჩინა. მესტიაში არის მისი სხელობის ქუჩა; 2019 წლის 17 ნოემბერს, მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.191; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო: საქართველოს სამხედრო ისტორია: history.mod.gov.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |