Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ქადაგიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ზემო ალვანი, ახმეტის რაიონი. 1932-1936 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, იყო ასპირანტი და მეცნიერ-მუშაკი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1936 წელს, მუშაობა დაიწყო მშობლიურ სოფელ ზემო ალვანში შვიდწლიანი სკოლის დირექტორად, რომელიც მისი თაოსნობით მალევე გადაკეთდა საშუალო სკოლად. მისივე ინიციატივით დაპროექტდა და დაიწყო სკოლის ახალი ნაგებობის მშენებლობა. 1940 წელს ჩაირიცხა ასპირანტურაში. მისი ხელმძღვანელი იყო მიხეილ ზანდუკელი. სადისერტაციო ნაშრომი "ბუნების გაპიროვნების საკითხი ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში" დაუმთავრებია და ჩაუბარებია პროფესორისთვის (დააპატიმრეს მიხეილ ზანდუკელიც), ნაშრომი დაკარგულია, ისევე, როგორც მისი ლექსებისა და თარგმანების უდიდესი ნაწილი. გიორგი ქადაქიძე 1942 წლის 5 თებერვალს დააპატიმრეს უნივერსიტეტში, დაკავების ოქმიდან ვგებულობთ, რომ "იგი არის არალეგალური კონტრრევოლუციურ-მეამბოხე ორგანიზაციის წევრი, დოკუმენტის მიხედვით გიორგი ივანეს ძე ქადაგიძე 35-ე პოლკის არალეგალური ნაციონალისტურ-მეამბოხური ორგანიზაციის წევრებიდან გამოირჩეოდა, მას მიზნად ჰქონდა დასახული საბჭოთა ხელისუფლების დამხობა შეიარაღებული აჯანყების გზით. ამიერკავკასიის ფრონტის სამხედრო ტრიბუნალის გადაწყვეტილებით, 1942 წლის 20 სექტემბერს გიორგი ქადაგიძეს მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა ქონების კონფისკაციით. იყო ორგანიზაცია "სამანის" წევრი (საქართველოს აყვავებისათვის მებრძოლი ახალგაზრდა ნაციონალისტები) - იატაკქვეშა პატრიოტული ორგანიზაცია მეორე მსოფლიო ომის დროინდელ საბჭოთა საქართველოში, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა რეჟიმის დამხობას შეიარაღებული აჯანყების გზით და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას. რეპრესირებული. წყარო: XX საუკუნის 40-იანი წლების ეროვნული მოძრაობა (სამანელები) / ნატა თეთვაძე .-თბ., 2021.-გვ.41 (dl.sangu.edu.ge); თინა ცისკარიშვილის ბლოგი : ისტორიულ-ლიტერატურული მასალები თუშეთის შესახებ : tinatintsiskarishvili.wordpress.com Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |