Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ მისაბიშვილი![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. მუშაობდა თბილისის 55-ე საშუალო სკოლაში ისტორიის მასწავლებლად, შემდეგ სწავლა განაგრძო უნივერსიტეტის ასპირანტურაში. ზურაბ მისაბიშვილის ბინაში ხშირად იკრიბებოდნენ ანტისაბჭოურად განწყობილი ახალგაზრდები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობაზე ოცნებოდნენ. დადგენილება ზურაბ მისაბიშვილის დაპატიმრების შესახებ დათარიღებულია 1942 წლის 14 მარტით - "ზურაბ ნიკოლოზის ძე მისაბიშვილმა, რომელიც გამოირჩეოდა ანტისაბჭოთა განწყობით, 1941 წელს თავის ამხანაგებთან ერთად, შექმნა უკანონო კონტრრევოლუციური ფაშისტური ორგანიზაცია, რომლის მიზანი იყო საბჭოთა ხელისუფლების დამხობა შეიარაღებული აჯანყების გზით და "დამოუკიდებელი საქართველოს" აღდგენა და მათ ამ ორგანიზაციაში ჩართეს სხვა წევრებიც. 1942 წლის 20 სექტემბერს, ამიერკავკასიის ფრონტის სამხედრო ტრიბუნალის გადაწყვეტილებით ზურაბ მისაბიშვილს მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა ქონების კონფისკაციით. იყო ორგანიზაცია "სამანის" წევრი (საქართველოს აყვავებისათვის მებრძოლი ახალგაზრდა ნაციონალისტები) - იატაკქვეშა პატრიოტული ორგანიზაცია მეორე მსოფლიო ომის დროინდელ საბჭოთა საქართველოში, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა რეჟიმის დამხობას შეიარაღებული აჯანყების გზით და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას. რეპრესირებული. წყარო: XX საუკუნის 40-იანი წლების ეროვნული მოძრაობა (სამანელები) / ნატა თეთვაძე .-თბ., 2021.-გვ.69 (dl.sangu.edu.ge)
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |