Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რევაზ ჩხარტიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, მეცნიერებთა აკადემიის ასპირანტურა. მე-4 კურსის სტუდენტი მიიწვიეს მეცნიერებათა აკადემიის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში - მიხეილ ჯავახიშვილის თხზულებათა აკადემიური გამოცემის მეხუთე ტომის მეცნიერ-რედაქტორად. ტომში შევიდა მის მიერვე მიკვლეული "ქალის ტვირთის" უცნობი ვარიანტი. საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციების დაცვის შემდეგ, მოღვაწეობდა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტსა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში. იყო აგრეთვე "წიგნის პალატის" მთავრი რედაქტორი, "საქწიგნის" სამმართველოს დირექტორი. გამოცემული აქვს 43 წიგნი, მათ შორის, ლექსების რამდენიმე კრებული. მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ქართულ პუბლიცისტიკაშიც, ავტორია რამდენიმე სამეცნიერო წიგნისა ("მხატვარი და პერსონაჟები", "დრო და მწერალი", "ლიტერატურული კრიტიკული ბრძოლების ახლო წარსულიდან", "ქართული სალიტერატურო კრიტიკის უახლოესი ისტორიიდან"). ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1994). სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართული სალიტერატურო კრიტიკის უახლესი ისტორიიდან", დაიცვა 1994 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.503 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |