The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ ჩხარტიშვილი

რევაზ ჩხარტიშვილი
დაბადების თარიღი:27 ივნისი, 1937
გარდაცვ. თარიღი:27 ივლისი, 2019  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, მწერალი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, მეცნიერებთა აკადემიის ასპირანტურა.

მე-4 კურსის სტუდენტი მიიწვიეს მეცნიერებათა აკადემიის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში - მიხეილ ჯავახიშვილის თხზულებათა აკადემიური გამოცემის მეხუთე ტომის მეცნიერ-რედაქტორად. ტომში შევიდა მის მიერვე მიკვლეული "ქალის ტვირთის" უცნობი ვარიანტი. საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციების დაცვის შემდეგ, მოღვაწეობდა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტსა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში. იყო აგრეთვე "წიგნის პალატის" მთავრი რედაქტორი, "საქწიგნის" სამმართველოს დირექტორი. გამოცემული აქვს 43 წიგნი, მათ შორის, ლექსების რამდენიმე კრებული. მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ქართულ პუბლიცისტიკაშიც, ავტორია რამდენიმე სამეცნიერო წიგნისა ("მხატვარი და პერსონაჟები", "დრო და მწერალი", "ლიტერატურული კრიტიკული ბრძოლების ახლო წარსულიდან", "ქართული სალიტერატურო კრიტიკის უახლოესი ისტორიიდან"). ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1994).

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართული სალიტერატურო კრიტიკის უახლესი ისტორიიდან", დაიცვა 1994 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.503

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ფოთის საპატიო მოქალაქე
  • საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია
    ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: