The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დიანა ლობჟანიძე

დიანა ლობჟანიძე
Date of birth:26 April, 1937  (88 years)
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1961 წელს.

1961 წელს მუშაობა დაიწყო სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქსოფლსახპროექტში", სამრეწველო ნაგებობათა პროექტირების განყოფილებაში არქიტექტორად; 1964 წელს სამუშაოდ გადავიდა კავშირგაბმულობის საკავშირო საპროექტო ინსტიტუტ "გიპროსვიაზის" თბილისის ფილიალში არქიტექტორად; 1966 წლიდან სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქკვებმრეწვსახპროექტში" ჯერ უფროს არქიტექტორად, 1968 წლიდან ჯგუფის ხელმძღვანელად; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დამუშავებულ იქნა კავშირგაბმულობის სფეროსა და კვების მრეწველობის დარგის მრავალი მნიშვნელოვანი ობიექტის სამშენებლო პროექტი, მათ შორის: ყველისა და კარაქის ქარხანა ქ. გორლოვკაში (უკრაინა), კვების მრეწველობის კომბინატი ქ. თბილისში, ხილის წვენების ქარხანა და ადმინისტრაციული შენობა ქ. ქუთაისში, ღვინის ქარხანა დ. წნორში, ზეთის ქარხანა დ. ბელაქანში, ჩაის ფაბრიკა ქ. სამტრედიაში, ჩაის გადამწონი და დამფასოებელი ფაბრიკა ქ. უფაში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა ქ. გორში, სპირტსაცავი, საპნისა და ზეთის ქარხნები ქ. თბილისში, შაქრის ქარხანა დ. აგარაში და სხვა; აქტიურად იყო ჩართული იმერეთის რეგიონში მიწისძვრის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლებისა და სხვა ნაგებობების აღდგენითი სამუშაოების შესრულების პროგრამაში, მათ გამოკვლევისა და პროექტების შედგენის განხრით; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 166


Share: