Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირაკლი ლოლაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურული ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1977 წელს. 1977-1978წწ. მუშაობდა თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტების ინსტიტუტში არქიტექტორად; 1979 წლიდან სწავლობდა ქ. მოსკოვის ქალაქგეგმარების ცენტრალური ინსტიტუტის ასპირანტურაში, შემდეგ კი მუშაობდა ქ. მოსკოვის გენგეგმის ინსტიტუტში; 1987-1990წწ. იყო მ. გორბაჩოვის ფონდის საგამომცემლო ცენტრის მთავარი დიზაინერი; 1997-2005წწ. მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის არქიტექტურის დეპარტამენტის თავმჯდომარედ, მთავარი არქიტექტორის მოადგილედ, მთავარ არქიტექტორად; 2005-2015წწ. მუშაობდა არქიტექტურული ფირმის ხელმძღვანელად ქ. იალტაში; დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა არქიტექტურის დოქტორის ხარისხი; არის 12 მსხვილი ქალაქის გენგეგმისა და ცენტრების დეტალური დაგეგმარების პროექტების ავტორი და თანაავტორი, 50-მდე არქიტექტურული პროექტის ავტორი; 75-მდე სამეცნიერო და პოპულარული სტატიის ავტორი; იყო 15 საერთაშორისო გამოფენის მთავარი დიზაინერი, მათ შორის: გერმანიაში, საფრანგეთში, აშშ-ში, ესპანეთში, იაპონიაში და არგენტინაში; მრავალწლიანი წარმატებული პროფესიული შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს სახელმწიფო და საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 169-170
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |