The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ ჭუმბურიძე

თამარ ჭუმბურიძე
დაბადების თარიღი:1958  (67 წლის)
კატეგორია:ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, მთარგმნელი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1975-1977წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი; 1977-1981წწ. - კარლ მარქსის სახელობის ლაიპციგის უნივერსიტეტის გერმანისტიკის ფაკულტეტი.

1985-1989წწ. - თბილისის 46-ე სკოლის გერმანული ენის მასწავლებელი; 1981-1986წწ. - კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი; 1986-1993წწ. - ამავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1997-1998წწ. - თბილისის სასულიერო აკადემიის გერმანული ენის მასწავლებელი; 1993-2006წწ. - კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1994-2000წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გერმანული ენის მასწავლებელი; 2000-2007წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი; 2007-2012წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების ცენტრის მასწავლებელი; 2010 წლიდან - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უცხო ენების ჯგუფის გერმანული ენის ექსპერტი; 2012 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის კათედრის ასისტენტი პროფესორი; 2015 წლიდან - კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწეთა ეროვნული ცენტრის უცხოეთთან ურთიერთობის, განვითარებისა და განათლების დეპარტამენტის უფროსი. მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციებში, ექსპერიმენტებში, სამეცნიერო გრანტებსა და პროგრამებში. სამეცნიერო შრომების ავტორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2006), პროფესორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართული ხელნაწერების შესწავლა უცხოეთში - გრიგოლ ფერაძის არქეოგრაფიული ძიებანი", დაიცვა 2006 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.509; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: old.tsu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გერმანული ენის მასწავლებელთა საერთაშორისო კავშირი, წევრი
  • გერმანული ენის მეგობართა საზოგადოება, წევრი
  • გოეთეს საერთაშორისო საზოგადება, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: