The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალისტრო ვადაჭკორია

Other name:ჭანჭათელი
-ია  (Pseudonym)
ა. ვადია  (Pseudonym)
ა.-ია.  (Pseudonym)
ერთი ვინმე  (Pseudonym)
ძველი  (Pseudonym)
Date of birth:8 February, 1886  (139 years)
Date of death:19??
Category:Public official, Publicist, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჭანჭათი, ოზურგეთის რაიონი.

1900 წელს მუშაობდა ზუგდიდში ტრიფონ თოხაძის სტამბაში, 1901 წლიდან გადავიდა თბილისში მ. შარაძის სტამბაში ასოთამწყობად. 1904 წლიდან მუშათა ყოფა-ცხოვრებაზე წერდა და აქვეყნებდა წერილებს, პოლიტიკურ ნიადაგზე დაპატიმრებული იყო სამჯერ; 1906 წელს გადაასახლეს ციმბირში, საიდანაც 1907 წელს გამოიქცა და სამი წლის განმავლობაში არალეგალურად ცხოვრობდა. 1909 წელს ისევ დააპატიმრეს, ოთხი წელი მეტეხის ციხეში იჯდა საკატორღო წესით. 1917 წელს, რევოლუციის შემდეგ აირჩიეს მბეჭდავთა კავშირის პრეზიდიუმის წევრად, იყო ასევე გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე და სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარე. 1926 წელს მიიწვიეს გაზეთ "მუშის" რედაქციაში განყოფილების გამგედ; 1922 წელს დაიწყო მუშაობა თბილსაბჭოში საფინანო-საგადასახადო მიმართულებით. 1930-1931 წლებში დაამთავრა მოსკოვის ცენტრალური უმაღლესი საფინანსო კურსები და მუშაობდა გადასახდთა ინსპექტორის თანამდებობაზე. 1931 წელს დაინიშნა თბილისის ს. ორჯონიკიძის სახელობის რაიონული საბჭოს საფინანსო განყოფილების გამგედ, 1934 წელს იმავე თანამდებობაზე თბილისის ლენინის რაიონში. 1937 წლიდან იყო "სამტრესტის" თელავის განყოფილების დირექტორი. 1939-1942 წლებში მუშაობდა "საბლიტგამში" (საქართველოს სსრ განსახკომის საბავშვო და ახალგაზრდობის ლიტერატურული გამომცემლობა) საწარმოო განყოფილების გამგის და ტექრედაქტორის თანამდებობაზე; 1942-1943 წლებში მუშაობდა საქართველოს შამპანური ღვინოების კომბინატში დამზადების ინსპექტორის თანამდებობაზე; 1943 წლიდან კი ამავე კომბინატის საჩხერის შამპანური ღვინოების ქარხანათა  მმართველობის დირექტორის თანამდებობაზე; 1946 წლიდან სამედიცინო გამომცემლობის სტამბაში დირექტორის თანამდებობაზე. ალისტრო ვადაჭკორია ეკუთვნის სტამბის მუშების იმ პროლეტარულ წრეს, რომელსაც სტალინი 1899-1900 წლებში თბილისში ხელმძღვანელობდა. 1925-1928 წლებში ალისტრო ვადაჭკორია იყო კპ (ბ) ცენტრალურ კომიტეტთან არსებული ყოფილ მენშევიკთა ჟურნალ "ახალი გზის" სარედაქციო კოლეგიის წევრი, გამოცემის ხელმძღვანელი და აქტიური თანამშრომელი; თანამშრომლობდა სხვა გაზეთებშიც. რევოლუციონერი, პროფესიული პარტიული მოღვაწე.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.112

Member of Organizations

  • სოციალ-დემოკრატიული პარტია, წევრი (1901-1924)

Share: