Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი თარგამაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. გიორგი თარგამაძე იყო ნიკო მარის სახელობის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, გერმანიასთან ომის დაწყებასას ის წითელი არმიის რიგებში გაიწვიეს. გამოძიების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გიორგი თარგამაძე ჯერ კიდევ 1938 წელს იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ სტუდენტთა ანტისაბჭოთა დაჯგუფების წევრი. 1941 წლის ბოლოს იგი ჩაერთო არალეგალურ კონტრრევოლუციურ-ფაშისტურ მეამბოხე ორგანიზაციაში, რომელსაც მიზნად ჰქონდა დასახული შეიარაღებული აჯანყების გზით საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. გიორგი თარგამაძე აწარმოებდა კონტრრევოლუციურ საქმიანობას: საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გერმანიის პროტექტორატის ქვეშ; კოლმეურნეობის სისტემის ლიკვიდაცია, მიწების გადაცემა გლეხებისთვის კერძო საკუთრებაში; სიტყვისა და პრესის თავისუფლება; სრული ეროვნული თვითმყოფადობა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, "საქართველო ქართველებისათვის"; ორგანიზაციის პროგრამა ასეთი იყო - საბჭოთა კავშირის დამხობა შეიარაღებული აჯანყების გზით გერმანიის ჯარების საზღვრებთან მოახლოების დროს; გერმანიის არმიასთან კავშირის დამყარება შეიარაღებული აჯანყების მხარდაჭერისთვის, გერმანიის ჯარების ხელის შეწყობა საქართველოს ოკუპაციისთვის. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულია გასაიდუმლოებული ცნობა, სამხედრო ტრიბუნალის მიერ 1942 წლის 5 აპრილს გამოტანილი გადაწყვეტილება. მასში აღნიშნულია, გიორგი თარგამაძეს მიესაჯა დახვრეტა, ქონების კონფისკაციით, კასაციის უფლების გარეშე. იყო ორგანიზაცია "სამანის" წევრი (საქართველოს აყვავებისათვის მებრძოლი ახალგაზრდა ნაციონალისტები) - იატაკქვეშა პატრიოტული ორგანიზაცია მეორე მსოფლიო ომის დროინდელ საბჭოთა საქართველოში, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა რეჟიმის დამხობას შეიარაღებული აჯანყების გზით და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას. რეპრესირებული. წყარო: XX საუკუნის 40-იანი წლების ეროვნული მოძრაობა (სამანელები) / ნატა თეთვაძე .-თბ., 2021.-გვ.69 (dl.sangu.edu.ge)
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |