The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანა ხარანაული

ანა ხარანაული
დაბადების თარიღი:1962  (63 წლის)
კატეგორია:ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის განყოფილება 1984 წელს; დოქტორანტურა - 1988 წელს.

1984 წლიდან - სამეცნიერო საქმიანობა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ბიზანტინოლოგიის განყოფილებაში, 1984 წლიდან - ლაბორანტი, 1989 წლიდან - უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1996 წლიდან - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1990-1996წწ. - ლექცია-სემინარების კურსი თბილისის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში; 1994-1996წწ. - ხელშეკრულებით მუშაობა გეტინგენის მეცნიერებათა აკადემიის სეპტუაგინტას ინსტიტუტში; 1997 წელს - ხელშეკრულებით მუშაობა გეტინგენის მეცნიერებათა აკადემიის პატრისტიკის კომისიაში; 1997-1998წწ. - ძველი ქართული ენის სწავლების კურსი გეტინგენის სეპტუაგინტას ინსტიტუტისა და გეტინგენის უნივერსიტეტის პროფესორების, მეცნიერ-თანამშრომლებისა და დოქტორანტებისათვის; 2000 წლიდან - ლექციების კურსი ბიბლეისტიკაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის მაგისტრატურაში; 2006 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი; 2008 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის "შუა საუკუნეების ქრისტიანული აღმოსავლეთი" ხელმძღვანელი; 2008 წლიდან - ჰუმანიტარული ფაკულტეტის სადიქტორო პროგრამის "ბიბლიის ფილოლოგია" ხელმძღვანელი. მონაწილეობს სამეცნიერო გრანტებსა და პროგრამებში. სამეცნიერო შრომების, სტატიების, მონოგრაფიების ავტორი. საგანმანათლებლო პროგრამისათვის "ძველი ქართული თარგმანის თეორია და პრაქტიკა" მიღებული აქვს ვითიბი ბანკის პრემია "პარნასი" (ერთობლივი გამარჯვება). ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2005), პროფესორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ძველი აღთქმის ხანმეტი ფრაგმენტები და ქართული ბიბლიის ტექსტის ისტორიის საკითხები", დაიცვა 2005 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • International Association of Byzantine Studies, წევრი
  • Society of Biblical Literature (SBL, წევრი
  • The International Association of Patristic Studies (I.A.P.S), წევრი
  • The International Organization for Septuagint and Cognate Studies (IOSCS), წევრი
  • გელათის მეცნიერებათა აკადემია, წევრი

გააზიარე: