Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიგი ხორნაული![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კაწალხევი, დუშეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ ენათა განყოფილება 1959 წელს. 1960-1961წწ. მონაწილეობდა ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ მოწყობილ კახეთის დიდ ფოლკლორულ ექსპედიციაში; 1963-1967წწ. მუშაობდა გამომცემლობა "ნაკადულის" რედაქტორად; 1967-1969წწ. - "ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის" სპეციალური სამეცნიერო რედაქციის მეცნიერ-რედაქტორად; 1969 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენის კათედრასთან არსებული "ონომასტიკის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის" წამყვან მეცნიერად. მოიარა, აღწერა და გამოსაცემად მოამზადა აღმოსავლეთ საქართველოს მთის ყველა კუთხის ტოპონიმია. ცენტრალურ ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი სტატია, ძირითადად სამეცნიერო. მოთხრობების, საბავშვრო პიესების, სამეცნიერო შრომების ავტორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1995). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მთიულეთ-გუდამაყრის ტოპონიმიკა", დაიცვა 1975 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართული ონომასტიკის საკითხები", დაიცვა 1995 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.512; ვებ-გვერდი "ბურუსი": burusi.wordpress.com; scroll.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |