Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მერაბ მაგრაქველიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ონის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი სამრეწველო საწარმოთა და ქალაქების ელექტრომომარაგების სპეციალობით 1974 წელს. 1974-1978წწ. მუშაობა დაიწყო სსრკ სამინტაჟო და სპეციალურ სამუშაოთა სამინისტროს ამიერკავკასიის სპეციალიზებულ გამშვებ-გამწყობ სამმართველოში ინჟინრად; 1978 წელს გადაყვანილ იქნა სსრკ ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის სამინისტროს სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენი"-ს №8 მოძრავ-მექანიზებულ კოლონაში (ამჟამად შპს "კავკასიონი"), რომელიც აწარმოებდა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობას; აღნიშნულ ორგანიზაციაში მუშაობდა მშენებელ ოსტატად, უფროს სამუშოთა მწარმოებლად, ტექნიკური განყოფილების უფროსად; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძრვანელობით აშენებულია მრავალი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები და ქვესადგურები 220 კვ. ძაბვიდან 750 კვ. ძაბვის ჩათვლით, არა მარტო საქართველოს, არამედ დ.ს.თ.-ს ქვეყნების მასშტაბითაც კერძოდ, რუსეთის ფედერაციაში, ჩრდილოეთ კავკასიაში, სტავროპოლისა და კრასნოდარის მხარეში, როსტოვის, რიაზანის, ტამბოვისა და სარატოვის ოლქებში, უკრაინაში, ბელორუსში, მოლდოვაში, აზერბაიჯანსა და სომხეთში; განსაკუთრებით გამოიჩინა თავი 1993 წელს, როდესაც 500 კვ. მაღალი ძაბვის ხაზ "კავკასიონზე", ყარაჩაევო-ჩერქეზეთის ა/რესპუბლიკაში "ნახარის" უღელტეხილზე, ზვავის ჩამოწოლის გამო მთლიანად მწყობრიდან გამოვიდა ხაზის 3 კმ-იანი მონაკვეთი; საქართველოს შეუწყდა რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდება; ამ კრიტიკულ სიტუაციაში, ხაზის აღდგენა, რომელიც ეკუთვნოდა მოსკოვის "შორსგადამცემი" ხაზების მთავარ სამმართველოს, საქართველოს ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის მთავარი სამმართველოს ("საქმთავენერგოს") თხოვნით, დაევალა შპს "კავკასიონს"; მისი ხელმძღვანელობით უმოკლეს ვადაში აღდგენილ იქნა დაზიანებული მონაკვეთი და საქართველოს ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულებრივ რეჟიმში აღდგა; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს სახელმწიფო და საუწყებო ჯილდოები, ასევე საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 173-174
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |