The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გივი მაზმიშვილი

გივი მაზმიშვილი
Date of birth:4 July, 1948  (76 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: კასპის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1975 წელს.

1968-1973წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №1 სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენის" №1 სამშენებლო სამმართველოს მშენებელ ოსტატად; 1973-1978წწ. მუშაობდა საქართველოს საშენი მასალების სამინისტროს გარდაბნის მუყაო-რუბეროიდის ქარხნის კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროს ინჟინრად; 1978-1979წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №1 სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენის" №8 სამშენებლო სამმართველოს უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1980-1986წწ. ამავე სამმართველოს მთავარ ინჟინრად და უფროსად; 1986-1987წწ. იყო ქ. რუსთავის ქიმიური ბოჭკოს ქარხნის დირექტორის მოადგილე მშენებლობის დარგში;  1987-1999წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №1 სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენის" №2 სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 2002-2004წწ. იყო საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მთავარი "არქმშენინსპექციის" ქვემო ქართლის "არქმშენინსპექციის" უფროსი; 2005-2008წწ. მუშაობდა შპს "მაგისტრალის" დირექტორად; 2011 წლიდან შპს "გზატკეცილის" მთავარ ინჟინრად; მისი აქტიური მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა ქ. რუსთავის მეტალურგიული, ქიმბოჭკოს, ცენტროლიტის, ამწემშენებლის, ლითონკონსტრუქციებისა და გარდაბნის მუყაო-რუბეროიდის ქარხნების, ასევე ქ. რუსთავის ქიმიური, ხის გადამამუშავებული და რკინაბეტონის კომბინატების მთელი რიგი ობიექტები; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ქალაქ რუსთავის აღმშენებლობის საქმეში; მისი ხელმძღვანელობით აშენდა კინოთეატრი "ოქტომბერი", სავაჭრო ცენტრი მე-20 მ/რ-ში, პროფტექნიკური სასწავლებელი მე-16 მ/რ-ში, მსხვილბლოკიანი 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლები ქალაქის მთელ რიგ მიკრორაიონებში და ჭყონდიდელის დასახლებაში, კინოთეატრი ქ. გარდაბანში და სხვა; მისი მონაწილეობით დაპროექტებულ იქნა და აშენდა შპს "შალვინო"-ს ღვინის ქარხანა გურჯაანის რაიონის სოფ. კარდანახში, "სამტრესტის" ღვინის ქარხნის ფილიალი დონეცკის ოლქში, თბილისსა და რუსთავში ბეტონის ქარხნები, მარჯვენა სანაპიროს კავშირგაბმულობის მიწისქვსშა და მიწისზედა ქსელები ქ. რუსთავში; ქ. თბილისსა და ქ. რუსთავში განხორციელდა 300000 კვ. მ. ა/ბეტონის საფარის მოწყობა საავტომობილო მაგისტრალებზე; მრავალწლიანი ნაყოფიერი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 174-175

Awards and Honors

  • 1970 - მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

Share: