შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ხაჭაპურიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1975 წელს, ასპირანტურა 1978 წელს. 1975 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას:1975-1976წწ. თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ცენტრალური სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის უფროსი ლაბორანტი, 1976-1979წწ. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ციტოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი, 1979-1983წწ. ექსპერიმენტალური და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1983-1984წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენეტიკის კათედრის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1984 წელს- საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მე-4 მთავარი სამმართველოს ცენტრალური სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1984-1988წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მე-4 მთავარი სამმართველოს ცენტრალური კვლევითი ლაბორატორიის სწავლული მდივანი, 1988-1989წწ. საქართველოს ჯანდაცვიის სამინისტროს ინფორმატიკისა და კომპლექსური ავტომატიზაციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1989-1999წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გენეტიკური ეკოლოგიის სამეცნიერო საწარმოო ცენტრის დირექტორი; 1998-1999წწ. ქ. თბილისის საკრებულოს წევრი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი" "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.406 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |